ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა 16 ნოემბერი

5 ოქტომბერი, 2020
ფოტო: 

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური
ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის საჯარო განხილვის
პროცედურამ გადიწია. საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 16 ნოემბერს, აღნიშნული
დაგეგმილი იყო 2020 წლის 3 ნოემბერს. განხილვა ჩატარდება შესაბამისი რეკომენდაციების
დაცვით.
დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო
ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო: ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულო.
დოკუმენტის განხორციელების არეალი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზუგდიდის
ტერიტორია
საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 16 ნოემბერს, 14:00 საათი
საჯარო განხილვის ადგილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზუგდიდი, ზვიად
გამსახურდიას გამზ. №45
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
„ქალაქ ზუგდიდის განვითარებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის №1081 განკარგულების საფუძველზე გამოაცხადა
კონკურსი ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების
გეგმის შემუშავებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არტსტუდიო პროექტი“, რომელმაც
ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შეიმუშავა გენერალური გეგმს პროექტი.
ქ. ზუგდიდის გენერალური გეგმა წარმოადგენს ქ. ზუგდიდის საზღვარში მრავალფაქტორული
ანალიზის და კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიული მიზნების და ამოცანების
განხორციელების გზამკვლევს, რომელიც მოიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილს.
ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის რეზიუმე:
 ქ. ზუგდიდის ფუნქციური ზონები, ქვეზონები;
 ქ. ზუგდიდის სოციალური ინფრასტრუქტურა;
 ქ. ზუგდიდის ტექნიკური ინფრასტრუქტურა;
 ქ.ზუგდიდის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
 მოსალოდნელი წყალდიდობების, ღვარცოფების და სხვა ბუნებრივი მოვლენების
ზემოქმედების კუთხით საშიში ტერიტორიები;
 ქ. ზუგდიდის არასამშენებლო ტერიტორიები;
 ქ. ზუგდიდის კულტურული მემკვიდრეობა;
 ქ. ზუგდიდის სარეზერვო ტერიტორიები;
 ქ. ზუგდიდის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიები;
 განვითარების ეტაპები და რიგითობა;
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის
უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გენერალური გეგმის პროექტთან
დაკავშირებული დოკუმენტაცია, როგორც ნაბეჭდი სახით, ასევე ელექტრონულად.
ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და
მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 8
დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქ ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90 ან
ელექტრონული ფოსტის მისამართზე: zugdidismeria@gmail.com

გააზიარე