ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის განხილვა 3 ნოემბერს გაიმართება

26 ოქტომბერი, 2020
ფოტო: 

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმა“

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმა

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქ. ზუგდიდი

საჯარო განხილვის დრო და ადგილი: ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა დაგეგმილი იყო 2020 წლის 3 ნოემბერს, 13:00 საათზე, ქ. ზუგდიდში (ზვიად გამსახურდიას გამზირი №45).

 

ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ნაწილი - ამავე კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ  პროცედურის გავლა სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს, რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო კოდექსით განსაზღვრულ სექტორებში (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა, ელექტრონული კომუნიკაციები, ტურიზმი, დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა) და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №2-389 ბრძანების საფუძველზე გაიცა „ქალაქ ზუგდიდის გენერალურ გეგმაზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა“.

 

2020 წლის 10 სექტემბრის №01/3187 წერილით სამინისტროში წარმოდგენილ იქნა „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის“ პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში  და „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის“ პროექტი, რის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოებები რეკომენდაციების გაცემის მიზნით.

 

საჯარო განხილვის თარიღი და დრო რჩება უცვლელი, განხილვა იქნება ღია, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

 

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

Jitsi.org - https://meet.mrdi.gov.ge/sajarogankhilva

 

 

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ნაბეჭდი სახით.  მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების/დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

 

წარმოდგენილ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე