ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჯიხაშკარი

ადმინისტრაციული ერთეული: ჯიხაშკარი ქ. ზუგდიდიდან სამხრეთ - აღმოსავლეთით მდებარეობს სოფელი ჯიხაშკარი. სოფელში ცხოვრობს 665 ადგილობრივი და 39 დევნილი ოჯახი. სოფელს ჩამოუდის მდინარე ჭანისწყალი. ყველაზე გავრცელებული გვარებია ზარანდია და შენგელია.

სოფელშჯიხაშკარის ფართობი შეადგენს 2020 ჰექტარს. აქ კარგად ხარობს ვაზი, ციტრუსი, თხილი. სოფელში უძველესი დროიდან ყოფილა გავრცელებული მევენახეობა.
სოფელ ჯიხაშკარს 1930 წლამდე ჭაქვინჯი ერქვა. 1930 წელს ჭაქვინჯი გაიყო და ორ სოფელად ჩამოყალიბდა - ჭაქვინჯი და ჯიხაშკარი. ჭაქვინჯის ციხე, რომელიც ”ჯიხას” სახელწოდებაა ცნობილი, ჯიხაშკარის ტერიტორიაზე მოექცა.

სოფლის სახელწოდება, ლეგენდის თანახმად, ციხე-სიმაგრე ჯიხას უკავშირდებოდა, რომელსაც დიდი რკინის კარი ჰქონია. ერთ-ერთი ომის დროს კარი დაკარგულა და როცა ციხის სანახავად ასულ ხალს კარი არ დახვედრია ერთ-ერთს უკითხავს მეგრულად-”სორე ჯიხაშკარი” ( სად არის ”ჯიხას” კარი) აქედან წარმოსდგა სახელი ჯიხაშკარი.

საისტორიო წყაროებში ”ჯიხა” მეჩვიდმეტე საუკუნის ციხესიმაგრედ არის მოხსენებული. ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ციხის სიახლოვეს საზაფხულო სასახლე ჰქონდათ სამეგრელოს მთავრებს - დადიანებს. ამ სასახლეში 1813 წელს დაბადებულა სამეგერელოს უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი.

ციხის შუა ადგილას ყოფილა ჭა, რომელიც ძალიან ღრმა უნდა ყოფილიყო, სახელწოდება- ჭაქვინჯაც სწორედ ამ ჭის არსებობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
მეორე მსოფლიო ომში სოფლიდან გაიწვიეს 285 ადამიანი. აქედან დაბრუნდა 155 სოფლის ცენტრში დგას ომში დაკარგულთა დაღუპულთა მემორიალი. 1988 წლიდან სოფლის მოსახლეობა აქტიურად ჩაება ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობაში.

1993 წელს 22 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე სოფ. ჯიხაშკარში, იმყოფებოდა დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
სოფელ ხიბულაში გადაყვანილი პრეზიდენტი გარდაცვალების შენდეგ მოასვენეს ჯიხაშკარელი ჯონსონ კვარაცხელიას სახლში, რომლის ეზოშიც 1994 წლის 17 თებერვლამდე იყო დაკრძალული.

სოფელში ამჟამად ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით და ძალისხმევით დღითი დღე მიმდინარეობს სოფლის ინფრასტუქტურის განახლება.მოასფალტდა ქ. ზუგდიდთან დაკავშირებული ცენტრალური გზა, შეკეთდა სოფლის შიდა გზები. აშენდა ხიდეები და ხიდ. ბოგირები. სოფლის ცენტრში მოეწყო მინი-ფეხბურთის მოედანი. 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

 

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ავთანდილ მარღია

მობ: 591 44 76 47