ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

IOCC-მა სამეგრელოს რეგიონს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

29 ოქტომბერი, 2018

 

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიის მხარდაჭერით, საქველმოქმედო ორგანიზაცია IOCC-მა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციას სამედიცინო სახარჯი აღჭურვილობა უსასყიდლოდ გადასცა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებსაც გადაეგზავნებათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, ნინო ვიბლიანი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს შეხვდა. ,,საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების“ მიერ გადმოცემული სახარჯი სამედიცინო აღჭურვილობა, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცა, ხოლო უახლოეს დღეებში, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებსაც გადაეგზავნებათ. IOCC სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებს სამეგრელოს რეგიონში 1997 წლიდან ახორციელებს. აღსანიშნავია ორგანიზაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ გალის მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტებით დახმარება, უფასო სასადილო და სამკერვალო ობიექტის მოწყობა ზუგდიდში. სამკერვალო ობიექტში კი დევნილები, შემოსავალთან ერთად, პროფესიულ განათლებასაც იღებდნენ.

გააზიარე