ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის განყოფილება

განყოფილება შედის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის დაქვემდებარებაში.

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  • ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო  ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
  • დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით  მოსახლეობასთან შეხვედრებში, საერთო კრებებში მონაწილეობას, სათანდო ინფორმაციების შეგროვებას, შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას;
  • მუნიციპალიტეტში  ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების  დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და  კვლევების ჩატარებას;
  • მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების, პროექტების  შემუშავებში მონაწილეობას, შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე მერისთვის პერიოდიული ინფორმაციის მიწოდებას;
  • მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;
  • წლის შედეგების მიხედვით ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენას და მომდევნო  წლისთვის რეკომენდაციების შემუშავებას.  პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას,  მართვას, მისი უარყოფით  შედეგების შერბილების მიზნით წინადადებების შემუშავებას;
  • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების განხორციელებას და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლისთვის კონსულტაციების განხორციელებას;
  • საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში  წარდგენას,  კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების  ხელშეწყობას;
  •  საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო წინადადების მომზადებას;
  • მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფრმაციების შედგენას;
  • მუნიციპალიტეტის   ინფრასტრუქტურის განვითარების  საშუალოვადიანი  და  გრძელვადიანი  განვითარების  სამოქმედო გეგმების,  პროგრამების  შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
  • განვითარების საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო  დონორ  ორგანიზაციებთან,  ინვესტორ ბანკებთან (მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან  და სხვა საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას;
  • მოქმედი კანონმდებლობით და  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას.

 

ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის განყოფილების  II რანგი -  მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი 

გოგა ჭანტურია

მობ: 595 09 68 01

უფროსი სპეციალისტები:

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მაკა გერანტია - 595 09 68 02

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - რომან დარასელია - 595 58-69-89 

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ირაკლი ციმაკურიძე - 595 09-71-55

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -  თამარ ქავთარაძე - 595 22-15-04

III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ნინო კალანდია - 591 44 75 62 

 

 

 

გააზიარე