ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ინგირი

ადმინისტრაციული ერთეული  ინგირი  მდებარეობს ზუგდიდის დასავლეთით. ესაზღვრება სოფლები ახალაბასთუმანი, კახათი. ოქტომბერი, ცაიში, ჭითაწყარი. სოფელი შეიქმნა ჯუღეჯიანისა და ოირემეს ტერიტორიაზე.`ჯუჯღეჯიანი~ გადმოცემით ჯუღელ ჯაიანის სახელთან არის დაკავშირებული. მისი მეთაურობით მებრძოლ რაზმს დიდი გმირობა ჩაუდენია თურქეთის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში მეცხრამეტე სუკუნის ორმოცდაათიან წლებში. დადიანებს დაუფასებიათ ამაგი და მამული გადაუციათ, რომელსაც შემდეგ ეწოდა ,,ჯუღეჯიანი”.

ოირემე დადიანებს ირმების სანაშენოდ ჰქონიათ, როცა დასახლება ჩამოყალიბდა ამ სოფელს ოირემე ეწოდა. ინგირი სოფლის მდინარე ენგურის გამო უნდა დარქმეოდა, რადგან ის სოფელს ჩამოუყვებოდა და ენგურის მეგრული სახელწოდებაა `ინგირი  ამჟამად სოფელ ინგირი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს სოფლების ათეულში შედის.


სოფ. ინგირში ფუნქციონირებდა კოლმეურნეობა, ჩაის საბჭოთა მეურნეობა, რომელიც იყო პირველი მექანიზირებული მეურნეობა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები იყო მეთამბაქოება, შემდგომ კი მეჩაიეობა და მეაბრეშუმეობა. ინგირში აღიზარდნენ მრავალი სახელოვანი პიროვნებები.

ინგირელია საქართველოს პრემიერ–მინისტრი 1993–95 წლებში, ამჟამად საზოგადოება ზუგდიდელის თავმჯდომარე ბატონი ოთარ ფაცაცია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გონელი არახამია, ცნობილი ბიზნესმენი – თემურ ქარჩავა.

მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში მოიშალა ინფრასტუქტურა სოფელში შენარჩუნებულია ორი სკოლა, სამი ბაღი და ამბულატორია. ფუნქციონირებს რკინიგზის სადგური, ორი რესტორანი და ორი თხილის გადამამუშავებელი ქარხანა. შენდება აეროპორტი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დახმარებით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აშენდა სამი მოსაცდელი, აღდგენილია შიდა გზების ნაწილი, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა, გაკეთდა სანიაღვრე არხები. მინი სტადიონი.

დაგეგმილია საფეხბურთო მოედნების აღდგენა, შიდა გზების მოხრეშვა, წყალმომარაგების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და მილების შეცვლა.

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

შალვა ქავთარაძე

მობ: 591 44 76 15

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ხათუნა ახალაია

მობ: 599 84-41-85