ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტის საინფორმაციო კამპანია

31 ივლისი, 2019

ფოტოალბომი facebook

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამოქალაქო ბიუჯეტის ზუგდიდში დანერგვაზე, მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრეს.

„სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში თითოეული თქვენგანის ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მუნიციპალიტეტისთვის ეს პროექტი არის სიახლე. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ინფორმაცია, გვქონდეს მაქსიმალური ჩართულობა. სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის რომ თითოეულ თქვენგანს შეუძლია ჩაერთოს და შეცვალოს გარემო, იდეა აქციოს პროექტად. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროექტი იქნება პროგრესული და მომავალ წელს უფრო მასშტაბური. - აღნიშნა სტუდენტებთან საუბრისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.

ახალგაზრდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.

გააზიარე