ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

გრიგოლიშის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება მაგიდის ჩოგბურთში

29 ოქტომბერი, 2018

 

გრიგოლიშის საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთელთა გუნდმა, ქ. აბაშაში ჩატარებულ აბაშის ღია პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი სპორტულ სკოლებს შორის მინი კადეტების, კადეტებისა და იუნიორებში გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის ჩატარდა, რომელსაც საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია უწევდა კურირებას. შეჯიბრებაში ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით საქართველოს უძლიერესი ნორჩი სპორტსმენები, საქართველოს ძირითადი ნაკრების წევრები, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირში გრიგოლიშის საჯარო სკოლის ორმა ჩოგბურთელმა ლუკა აბულაძემ და მეგროსი მაქაცარიამ მეოთხე ფინალში მიიღეს მონაწილეობა. ამ შედეგიდან გამომდინარე, გრიგოლიშის სკოლის ნორჩი ჩოგბურთელები 2-3 ნოემბერს ქ. ოზურგეთში საქართველოს თასზე მიიღებენ მონაწილეობას.

გააზიარე