ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიორგი შენგელიამ ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

26 აგვისტო, 2019

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ,  მოადგილეებთან,  გიგა ფარულავასთან და  კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე   მამუკა წოწერიასთან ერთად,  თამარ მეფისა და სოხუმის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტის დაგებას, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას, გაზონების მოწყობას და შემოღობვას.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე №27, №28, №29, №30, №32 და №33-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა. კეთილმოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის ქ, N3-ში, გამსახურდიას ქ. N213-ში, გამსახურდიას ქ. N215-ში, სოხუმის ქ. N73-ში, თამარ მეფის ქ. N35-ში, შალვა ქირიას ქ. N3-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.

ზუგდიდში მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობაზე  ჯამში  მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

 

გააზიარე