ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიორგი შენგელია სტუმრად ადგილობრივ მეწარმესთან

5 აგვისტო, 2019

ფოტოალბომი facebook

ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან ერთად, ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მეწარმე ელგუჯა ჟვანიას ესტუმრა და მისი სანერგე მეურნეობა დაათვალიერა.

ელგუჯას 30 წელია დეკორატიული ხეების ჯიში გამოჰყავს და ნერგებს სხვადასხვა რეგიონში ყიდის.მას უკვე 100 000-ზე მეტი ძირი მცენარე აქვს გამოყვანილი. მის მეურნეობაში ისეთ მარადმწვანე მცენარეებს ვხვდებით როგორიცაა: კალისტემო, ევროპული ტუია, ღვია, კომპაქტური ტუიები, კამელია და კალისტემო.

გიორგი შენგელიას თქმით, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო. 

გააზიარე