ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

გიორგი შენგელია NDI-ს წარმომადგენლებს შეხვდა

12 ივნისი, 2019

გიორგი შენგელიამ თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სხვადასხვა მხარესთან კონსულტაცია და მათი მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შედგა, რომლის ხელმძღვანელიც ლაშა გოგიძეა.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოქალაქეთა პრიორიტეტების გათვალისწინებით საბიუჯეტო პროექტების შემუშავებაზე ინდივიდუალური კონსულტაციები პარტნიორი ფრაქციებისთვის; გენდერულად სენსიტიური საკითხების იდენტიფიცირებაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და საბიუჯეტო წინადადებების შემუშავებაში საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოების მხარდაჭერა; საჯარო კონსულტაციები ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში მოქალაქეთა საჭიროებების ასახვაზე და სხვა აქტივობები.

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

გააზიარე