ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიგა ფარულავამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

29 აგვისტო, 2019

 

ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროს ირაკლი თოფურიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან დავით ფარცვანიასთან და ლუდუკ ხასიასთან და  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიასთან ერთად, ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე N 2 საბავშვო ბაღის სარებილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ანაკლიაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

ბერიას ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიაში, კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო სამუშოებსაც გაეცნენ. სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 129 650 ლარია.

კაფე-რესტორნის რეაბილიტაციასთან ერთად,  ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები და ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სანაპირო ზოლზე დაირგა სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარე, რეაბილიტირდა შადრევანი, ანაკლიის ბულვარში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები და განმუხურის ბულვარში ფეხბურთის მოედანი.

 

გააზიარე