ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიგა ფარულავა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

26 ნოემბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ზედაეწერში, ჭკადუაშსა და ჩხორიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ზედაეწერში საჯარო სკოლის დერეფნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 27 823 ლარია. საავტომობილო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს ჭკადუაშში, საჩემიოს უბანში. აღნიშნულ უბანში ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. პროექტის ღირებულება 42 524 ლარია.

27 775 ლარის ღირებულების საავტომობილო ხიდი ეწყობა ჩხორიაშიც, მილდიანების უბანში.

გიგა ფარულავა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მონიტორინგს სისტემატურად გაუწევს.

გააზიარე