ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

განმუხური

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  განმუხურის ადმინისტრაციული ერთეული  მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქიდან დაშორებულია 25 კმ–ით. სოფლის სახელწოდება წარმოიშვა გამჯია ხუფენიასაგან, რომელიც დიდი ხნის წინათ ამ ტერიტორიაზე დასახლებულა. მის საპატივცემლოდ სოფელს ეწოდა ,,გამჯიას მუხური’’, შემდეგ განჯიის მუხური (განმუხური).


სოფელი მთლიანად ვაკეს წარმოადგენს და გაშლილია 12–13კმ სიგრძეზე, მას ჩრდილოეთით ესაზღვრება გალის რაიონის სოფლები–– ფიჩორი და ოტობაია, სამხრეთით სოფელი დარჩელი და ანაკლია, რომელთაგან გამოყოფილია მდინარე ენგურით.


სოფელი მდებარეობს ზომიერი სუბტროპიკული ზონის სარტყელში. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზამთარში +8-10◦ , ზაფხულში +30–35◦. ამჟამად სოფელში 600–ზე მეტი კომლია, მოსახლეობის რაოდენობა 1300–მდეა.


2004 წლიდან სოფელმა ელფერი იცვალა, მთლიანად გაკეთდა ცენტრალური გზა ზღვის სანაპიროდან ქალაქამდე, გარემონტდა შიდა გზები. განმუხურის საჯარო სკოლას ჩაუტარდა ევრორემონტი, აღიჭურვა კომპიუტერებით და სწავლებისათვის ყოველგვარი პირობებია შექმნილი.

სოფელში გაიხსნა საექიმო ამბულატორია, გარემონტდა ბაგა–ბაღი. 2010 წ აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი, რომელიც განმუხურს აკავშირებს ანაკლიასთან. სოფელში არსებობდა სასმელი წყლის პრობლემა გაითხარა არტეზიული ჭა, რომელიც ზღვისპირა მოსახლეობას ამარაგებს სასმელი წყლით.


ბოლო ორი წლის განმავლობაში საოცრად გალამაზდა ზღვის სანაპირო. გაშენდა ბულვარი, სასტუმროები, მოედნები, აკვაპარკი. სოფელ განმუხურის სანაპირო ლურჯი ლივლივა ზღვით, მცხუნვარე მზეთი და საოცარი გარემოთი დამსვენებელთა მოწონებას იმსახურებს.

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ლია ახალაია

მობ: 591 447 607

 

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

თენგიზ შენგელია

მობ: 591 50 14 27