ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიანებს და მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პროდუქტი გადაეცა

25 დეკემბერი, 2020
ფოტო: 

თეა ახვლედიანმა, მალხაზ თორიამ და გიროგი შენგელიამ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიანებს და მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მალხაზ თორიასთან, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორ ლევან გიორგაძესთან ერთად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხსა და რიყეში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს და მარტოხელა მოქალაქეს ესტუმრნენ. მინისტრმა ოჯახებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდაჭერით დახმარების პაკეტებს რეგიონში მცხოვრები 460-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, გამყოფი ხაზების 2174 ოჯახს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცემათ. სოციალური დახმარების აქცია კონფლიქტით დაზარალებული 5 რეგიონის 116 სოფელში ყველა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა მოხუცს მოიცავს. კამპანია სამეგრელოდან დაიწყო.

გააზიარე