ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

დიდინეძი

სოფელი დიდინეძის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ტყით ყოფილა დაფარული. იქ, სადაც მდებარეობს სოფლის ცენტრი, მდგარა დიდი კაკლის ხე, რომელსაც მეგრულად ,,დიდი ნეძი“ ჰქვია. სოფლის სახელის წარმოშობა ამ ლეგენდას უკავშირდება.


დიდინეძის მიდამოები ხელსაყრელი აღმოჩნდა მეცხოველეობით დასაქმებული ხალხისათვის. მათ გაკაფეს ტყის გარკვეული ნაწილი და საცხოვრებელი ქოხების აშენება დაიწყეს. მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. პირველი ცნობები, სოფლის შესახებ გადმოცემით XVIII საუკუნის ბოლოდან ჩნდება.


სოფლის ამაღლებულ ბორცვზე, რომელსაც „დიხაგუძუბას“ ეძახდნენ, (ანუ მეგრულად ამაღლებული ბორცვი), იდგა კრამიტით გადახურული ეკლესია, სადაც ტარდებოდა წირვა– ლოცვა. ეკლესიის ეზოში დიდი ცაცხვის ხეები მდგარა, რამდენიმე დღესაც დგას ამ ბორცვზე. კომუნისტებმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გასცეს ბრძანება ეკლესია დაენგრიათ. დღეს ნაეკლესიარზე სოფლის სასაფლაოა.


დიდნეძელებს პირველ მსოფლიო ომში მიუღიათ მონაწილეობა ამ სოფლის მკვიდრებსაც, ბევრი დაიღუპა, ნაწილი დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და ოჯახებს.
1931 წელს ქვეყანაში დაიწყო კოლექტივიზაცია. ამ პროცესს, როგორც მთელი საქართველოს კუთხეებსა და სოფლებში, უმტკივნეულოდ არც ჩვენი სოფლისთვის ჩაუვლია. გლეხები აიძულეს, კერძო მიწები დაეთმოთ და კოლექტივისთის გადაეცათ საერთო სარგებლობისთვის. ხალხს თავიდან გაუჭირდა კოლექტივის კანონებით ცხოვრება, თუმცა თანდათან შეეგუა მას. სოფლის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო კოლმეურნეობის საქმიანობაში და შრომითი გმირობის არაერთი მაგალითი უჩვენა ქვეყანას.


დიდ სამამულო ომშიც ღებულობდნენ მონაწილეობას დიდინეძელები, 144 ვაჟკაცი იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე, მათგან 98 გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. სოფლის ცენტრში შინმოუსვლელთა ობელისკია აღმართული.


სოფელ დიდინეძში პირველი სკოლა 1894 წელს დაარსდა. ეს იყო ოთხწლიანი სკოლა. 1916 წელს იგი გადაკეთდა შვიდწლიან სკოლად, ხოლო 1920–1921 წლებში ცხრაწლიან სკოლად. 1958 წელს სოფლის საზოგადოების ძალისხმევით და განათლების სამინოსტროს მხარდაჭერით გადაკეთდა საშუალო სკოლად. წლების განმავლობაში სწავლა–აღზრდის საქმეს ხელმძღვანელობდნენ ღვაწლმოსილი დირექტორები: სპირიდონ ჯანჯღავა, პეტრე წურწუმია, ერასტო როდონაია, აპალონ ჩილაჩავა, ივანე გერგედავა, უშანგი ხაინდრავა, ვალერიანე ჯღამაია, ვერა კობახიძე, გერმანე ფაცაცია, ბონდო კუკავა, აპალონ ქარჩავა, მურადი ქირია, მარიეტა ჯობავა.


დღეს სოფელში ცხოვრობს 509 კომლი, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1549–ს. დიდინეძელები აქტიურად არიან ჩაბმული ქვეყნის ცხოვრების რიტმში. ბევრმა მათგანმა ასახელა სოფელი.


სოფლის შემოსასვლელთან წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერია, რომელიც დიდინეძის საამაყო შვილის, ბორის კუკავას სპონსორობით აშენდა. მონასტერი წარმოადგენს ახალგაზრდობის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის მნიშვნელოვან კერას. ეკლესიის ზარების რეკვა მთელ სოფელში ისმის და ხალხს ქვეყნისა და ერის სასიკეთოდ მოღვაწეობისაკენ მოუწოდებს.

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ჰამლეტ ხარჩილავა

მობ: 591 44 76 11

 

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

გელა ფარცვანია

მობ: 591 50-14-36