ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

დავითიანი

დავითიანის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდ. ჩხოუშიის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 40 მ. სიმაღლეზე. ქ. ზუგდიდიდან 6 კმ. დაშორებით.

დავითიანში მეცხრამეტე საუკუნეში მარტვილის რაიონის სოფ. თარგამეულიდან ჩამოსულან სხვადასხვა გვარიშვილები - ფარცვანიები, აბაკელიები, მიშველიები, ცაავები, ფაცაციები, ნაროუშვილები, კვარაცხელიები, ხარგელიები. სამეგრელოს მთავარ დავით დადიანს მათვის  სამოსახლო ადგილები მიუცია (,,სადადიო’’ და საეკლესიო მიწებს შორის). აქ ახალი დასახლების ქუჩები დაუგეგმავს გეუქტა სიხარულიას, რომელიც ხელმძღვანელობდა მათ ჩამოსახლებას და  ახალდასახლებისთვის  მშობლიური სოფლის სახელი დაურქმევიათ (მცირე ცვლილებებით - თარგამული).  

მკვლევართა ნაწილის ვარაუდით სოფელს დავითიანი ამ სოფელში არსებული დავით აღმაშანებლის ეკლესიის სახელის მიხედვით ეწოდა.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული დოკუმენტების მიხედვით მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, როგორც ჩანს დავითიანი და თარგამული მეზობელი სოფლები იყვნენ. მოგვიანებით მოხდა მათი შერწყმა და გაიგივება.

2014 წელს სოფელ ოქტომბერს დავითიანი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო.

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

დავითიანი - ეკატერინე აბაკელია

მობ: 591-447-610