ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

დარჩელი

სოფელ დარჩელი ქ. ზუგდიდიდან 20 კმ–ით, ხოლო შავი ზღვის სანაპიროდან  (ანაკლიიდან) 10კმ–ითაა დაშორებული. ჩრდილოეთით დარჩელს საზღვრავს ახალკახათი, კოკი და ორსანტია, აღმოსავლეთით სოფ. ოქტომბერი და დიდინეძი, სამხრეთით ორულუ და ანაკლია, ხოლო დასავლეთით მდ. ენგური.


დარჩელი ზღვის დონიდან 8-10 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იანვარში საშუალო ტემპერტურა +4 –7 გრადუსია, ზაფხული თბილია. ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22-24 გრადუსს  უდრის.


სოფელს დასავლეთით ჩაუდის მდ. ენგური თავისი შენაკადებით. მდ. ჯუმი კი აღმოსავლეთიდან–დასავლეთით, თითქმის სოფლის ტერიტორიას შუაზე ყოფს და აქვე უერთდება მდ. ენგურს.


სოფლის მოსახლეობა მისდევს მსხვილ მესაქონლეობას, კარგად არის განვითარებული მეღორეობა, მეფრინველეობა. გვხვდებიან ოჯახები რომლებიც მისდევენ მეფუტკრეობასაც. გარეული ცხოველებიდან გავრცელებულია თხუნელა, თრია, ზღარბი, სინდიოფალა, ტურა. სოფ. დარჩელი პირველად XVII ს–დან იხსენიება.


ბატონ ვლადიმერ ალფენიძეს თავის პუბლიცისტურ ნაშრომში ერთი ლეგენდა მოჰყავს: ვახტანგ გორგასლის ვაჟს, დაჩის, რომელიც აფხაზეთში მიემგზავრებოდა, აბობოქრებულმა ენგურმა გზა გადაუკეტა, იძულებული გახდა მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე დარჩენილიყო. უფლისწულის ,,დარჩენის“ ადგილს დარჩელი დაერქვა. სოფ. დარჩელის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს სხვა ლეგენდაც. თავდაპირველად დარჩელის ტერიტორიას სწორი მდებარეობის გამო უნდა რქმეოდა ,,დორჩელი“ (დო–რჩაფილი) (დაფენილი) ე.წ. სწორი ადგილი.


გლეხკაცი იტყოდა ,,დორჩელი“–აო, სწორედ ამ მეგრული სიტყვა ,,დორჩელი“–საგან (დაგებული) წარმოქმნილად მიაჩნდა ცნობილ კალიგრაფს და პედაგოგს იოსებ ქობალიას სახელწოდება ,,დარჩელი“.
სოფ. დარჩელში ყოფილა პატარა ხის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში ხის ეკლესია დაუშლიათ და დარჩელის არასრული სკოლისათვის გადაუციათ, რომელიც იმ პერიოდში შენდებოდა. 2008 წელს საფუძველი ჩაეყარა ეკლესიის მშენებლობას, რომელიც დასასრულს უახლოვდება.


დარჩელი ტრადიციულად აღნიშნავდა მარიამობის დღესასწაულს ,,მარაშინობას“. ამ დღესასწაულს სოფელი ყოველწლიურად მართავდა 15 აგვისტოდან ორი კვირის განმავლობაში. მთელი დარჩელი ებმებოდა მარაშნობა–ჯარალუასათვის მზადებაში. მარულასათვის გამოყოფილი იყო 11 კმ–იანი სარბენი მანძილი, ორივე მხარეზე ჩამწკრივებული ხეებით. ბოლო დღეებში მარაშინობა–ჯარალუა იხურებოდა სპორტული ღონიძიებებით.


სოფ. დარჩელში არის ორი საშუალო სკოლა, სადაც ამჟამად სწავლობს 800–ზე მეტი მოსწავლე და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 80–ზე მეტი მასწავლებელი, საბავშვო ბაღი 100 ბავშვზე, პოლიციის განყოფილება, სოფელში არის სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, საავადმყოფო, აფთიაქი,  პურსაცხობი შ.პ.ს ,,ფუნდუკი,“  თხილის გადამამუშავებელი ქარხანა ,,ქესქია“, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით. დარჩელის მოსახლეობა შეადგენს 1960 კომლს 6413 მაცხოვრებლით.

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

დავით ბიგვავა

მობ: 591 44 76 09

 

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

?

მობ: 591 50 14 22