ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება

  განყოფილება უზრუნველყოფს:

  • 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
  • 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანასა და ოქმის წარმოებას;
  •  წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და აღრიცხვიდან მოხსნილი მოქალაქეების ხელახლა სამხედრო აღრიცხვას;
  • სამხედრო-სააღრიცხვო ბარათების მიხედვით სააღრიცხვო ანბანური წიგნის შევსებას;
  •  17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებულად ჩატარებას;
  • სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
  • წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
  • წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის შექმნას;
  • წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
  • გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ანბანურ და საოქმო წიგნში შეტანას;
  • გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზებასა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისიის მიერ ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენას;
  • გაწვევისაგან გადავადებას ან გათავისუფლებას დაქვემდებარებულ წვევამდელთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლას, კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტალურად დადასტურებული შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მონაცემების გამწვევი კომისიისათვის წარდგენას;
  • გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებების დოკუმენტურ გაფორმებას;
  • არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებზე სათანადო მასალების შედგენას;
  • სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ წვევამდელების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს;
  • მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან წარსადგენად პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ანგარიშის მომზადებას;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების II რანგის -  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 

ზვიად მალაზონია 

მობ: 595 09-71-51 

 

უფროსი სპეციალისტები:

III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მურთაზ ჩიქავა - 599 85-25-31 

III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მაია კეიდია - 591 44-53-30 

III რანგი II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - დავით ქადარია - 599 85-25-36 

III რანგი III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მანანა სართანია - 599 85-25-37

 

 

 

 

 

 

გააზიარე