ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჩხორია

ადმინისტრაციული ერთეული: ჩხორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის თემში შედის სამი სოფელი: ჩხორია, ზედაეწერი, ტყაია, 1328 კომლითა და 4369 მაცხოვრებლით. სოფელ ჩხორია წლების განმავლობაში სახესთან ერთად სახელსაც იცვლიდა. ერთ–ერთი ფადმოცემით, ტოპონიმ ,,მახარიას“ დარქმევა კუხალეიშვილებს ეკუთვნით.

XIX საუკუნეში  ხონის რ–ნ სოფელ კინჩხიდან ჩამოსახლებულა სამი ოჯახი და ტყით დაფარულ, უკაცრიელ (დღევანდელი მახარიის უბანი) ტერიტორიაზე დასახლებულან. სხვა ლეგენდაზე დაყრდნობით, ვინმე ხალკოცი ფიფია საცხოვრებელი ადგილის საძებნელად მოსულა სოფელ ჩხორიის ტერიტორიაზე. დროებით ცოლ–შვილი სააფაქიო–ეწერში დაუტოვებია, თვითონ ტყით დაფარულ ადგილებს მოიკვლევდა და ნაჯახით ნიშნებს აკეთებდა ხეებზე, რომ გზა არ აბნეოდა, შეჩერებულა ღელეს პირას, მოსწონებია ეს ადგილი და უკანვე გამობრუნებულა ცოლ–შვილთან, მაგრამ მოულოდნელობისგან თავზარი დასცემოდა. მის ბავშვს შავი ჭირი შეჰყროდა. ეს ავადმყოფობა გადამდები იყო და ამით შეშინებულ მშობლებს შვილი ხის ფუღუროში მიუტოვებიათ. წასულან მონიშნულ ადგილზე, მაგრამ მალე სასოწარკვეთილნი უკან დაბრუნებულან, უნახავთ პატარა ბებე ფუღუროში შეღწეულ მზის სხივს ეთამაშებოდა, გამონაყარი გამქრალიყო. გაიხარეს, პატარა თან წამოიყვანეს და შერჩეულ ადგილზე დამკვიდრებულან. ყოველივე ამით გახარებულებმა ამ პატარა ღელეს და ადგილსაც ,,მახარია“ დაარქვეს, დღემდე შემორჩა ეს სახელი.

მახარიიდან ერთ კილომეტრში გაედინებოდა უსახელო ღელე, რომლის სანაპიროზე დასახლებულა ვინმე ბეჟა. მისი სახელიდან გამომდინარე ღელეს დარქმევია ,,ბეჟას ღალი". ეს სახელწოდება მოგვიანებით სოფლის სახელწოდება გამხადარა, რომელსაც ატარებდა 1933 წლამდე. 1933 წლის 11 თებერვალს მოუწვევიათ ტყაია–ბეჟაშღალის გაერთიანებული კრება, სადაც განხილვის საგანი სოფლის სახელის გადარქმევა ყოფილა. არჩევანი ჩხორიაზე შეჩერებულა და იმ დღიდან ეწოდა სოფელს ჩხროია, რაც მეგრულად მზის სხივს ნიშნავს.
სოფლის მკვიდრი ტვირი სამუშიას და ჩაგუ ფიფიას თაოსნობით და მღვდელ პავლე ჭანტურიას ლოცვა–კურთხევით გახსნილა მახარიას საეკლესიო–სამრევლო სკოლა 1910 წელს, რომელიც ემორჩილებოდა ზუგდიდის მაზრის სამეგრელო–გურიის ეპარქიის სასწავლო–საბჭოს.

ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის თემიში არის სამი საჯარო სკოლა, სასოფლო სამეურნეო კოლეჯი (ს. ზედაეწერში), სამი კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა. სამივე სოფელს ემსახურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროფესიული (სამოყვარულო) თეატრი ,,ჩხორია“ .
აღნიშნული თეატრი სამოყვარულო თეატრების ბოლო თეატრალური ფესტივალების პირველი ადგილის მფლობელია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ს.ჩხორიაში გაკეთდა კეთილმოწყობილი მინი სტადიონი, მოწყობილ იქნა სანიაღვრე არხები, მოხრეშილ იქნა შიდა
სამიმოსვლო გზები. სათორდიოს უბანში ამუშავდა წყლის წისქვილი.

ზუგდიდ–ჯვარს საავტომობილო გზის მე–10 კილომეტრზე მდ.ენგურის მარცხენა მხარეს მდებარეობს სოფელი ზედაეწერი. სოფლის სახეწოდება 1921 წლამდე იყო ,,რუხისწყალი“. 1921 წელს დაერქვა ,,ზედაეწერი“. ტერიტორია მაშინ 60-70 კვ.კმ–ი იყო 160 კომლით. მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა მეურნეობის დაარსებისა და ჩაის კულტურის გაშენების შემდეგ.
1959 წელს შეიქმნა ზედაეწერის ჩაის მეურნეობა.

1961 წელს შეიქმნა ზედაეწერის სამეურნეო ტექნიკუმი, რომელიც 1966 წელს შეუერთდა მეურნეობას და შეიქმნა ზედაეწერის  მეურნეობა–ტექნიკუმი. ზედაეწერის ტერიტორიაზე 1959 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ჩაის ფაბრიკა .

სოფელ ზედაეწერში ფუნქციონირებს ერთი სკოლა, საბავშვო ბაღი, სასოფლო–სამეურნეო კოლეჯი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური დახმარებით კაპიტალურად შეკეთდა ბიბლიოთეკა.

სოფელ ზედაეწერის მკვიდრის, პანტიკო თორდიას თაოსნობითა და ფინანსური დახმარებით სოფლის ცენტრში აშენდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ს.ზედაეწერში შეკეთდა შიდა საშემოსავლო გზები, აიგოხიდები. ასევე სოფლის ცენტრში. მოწყობილ იქნა სანიაღვრე არხი.
ტყაიის ტერიტორია, როგორც სახელწოდება მოგვანიშნებს, ტყით ყოფილა დაფარული და მას მონადირეები იყენებდნენ. დღევანდელ სოფელ ჩხორიის ტერიტორიას ერქვა ტყაია –ბეჟაშვილი.

1962 წელს ჩხროია და ტყაია გაერთიანდა როგორც ერთიანი სოფელი. ცენტრალური გზა გადატანილ იქნა სოფელ ჩხორიაში ზედაეწერისა და რუხის გავლით. ამას ტყაიის მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია. ხალხის უკმაყოფილებას ნაწილობრივ შედეგიც გამოუღია, რადგან 1969 წელს ტყაია ჩხორიას გამოეყო და ცალკე კოლმეურნეობად ჩამოყალიბდა..
უკანასკნელ წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ტყაიაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა.

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ბესიკი ფიფია 

მობ: 591 44 76 37

წარმომადგენლის ასისტენტი

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

თამთა მიქავა

მობ: 599 84 41 87