ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 /100

ჭკადუაშში სავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11 მარტი, 2020

ფოტოალბომი facebook 

ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

 ჯამში რეაბილიტირდება 2 100 მეტრი სიგრძის გზა. მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობაც.

 პროექტის ღირებულება 970 373 ლარია.

 სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია გაეცნენ.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე გაგრძელდება.

გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე