ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჭითაწყარი

 ადმინისტრაციული ერთეული:ჭითაწყარი  ქ. ზუგდიდის მოსაზღვრე სოფელია, ქალაქის ცენტრამდე 4 კოლომეტრია, იგი სოხუმ-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის ორივე მხარეზეა გადაშლილი. ზღვის დონიდან 60 მეტრია. ამ სოფლის სახელწოდების შესახებ, რამდენიმე გადმოცემა არსებობს, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით,  ,,ჭითაწყარი“ ( წითელი წყალი) სოფელს შერქმევია მდინარის სახელწოდების შესაბამისად, ეს მდინარე, რომელიც არის მდინარე ჩხოუშის მარცხენა  შენაკადი და მდინარე ჯუმის მარჯვენა  შენაკადი იწყება ონარიაში.  ამ მდინარეზე რუსებს ცენტრალურ მაგისტრალზე  აუგიათ რკინის ხიდი, რომელიც წითლად შეუღებავთ, ამის  გამო მდინარისათვის ჭითაწყარი  უწოდებიათ, მერე ეს სახელი სოფელზედაც გავრცელდა. სოფელ ჭითაწყარის ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ქ.ზუგდიდი, დანარჩენ ტერიტორიაზე კი სოფლები: ოირემე, ცაიში, ურთა, კოლხიდა. XX ს-ის 60-იანი წლების მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 106 გვარის 865 კომლი. კომლმრავალი გვარებია: ანთიები, დარასელიები, ჩილაჩავები, მესხიები, ქანთარიები, ბუკიები, ბარამიები, ჯიქიები, შენგელიები, ლაშხიები, თოდუები, კალანდიები, ლაგვილავები, ჯილანძეები, ჯანაშიები... 2002 წლის მონაცემებით, ჭითაწყარში ცხოვრობს 4015 სული, რაც დაახლოებით 1370 კომლია.

მდინარე ჭითაწყარის სათავესთან ვრცელ ჭაობნარ-ტოფნარს ონარია (ანარია) ერქვა.სახელწოდება ონარია მომდინარეობს ,,ნარ“ ფუძიდან (ნარუა, წყლის ზედაპირის რხევა, რწევა, ლივლივი, მეგრულად ,,ინარუ“-ლივლივებს. ტორფის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილა აგურის ქარხანა, სადაც აგრეთვე, კრამიტს ამზადებდნენ, ამ ადგილს ,, ნაკრამიტუ“ რქმევია, დღემდე შემორჩენილია აგურ-კრამიტის გამოსაწვავი კოშკი. ონარიაში ამჟამად 109 ოჯახი ცხოვრობს, რაც 350-მდე ადამიანს შეადგენს.2015 წელს  ონარიაში საცხოვრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია მოხდა. სადარესილიოში დიდ მინდორს სირილი- ჯარალობა ერქვა ( ჯარალა-ხალხის თავშეყრა საამისოდ ტრადიციულ ადგილას, რელიგიურ დღესასწაულებზე ან შაბათ-კვირის საღამოებზე.) ზუგდიდის საზღვართან სასაფლაოს ერქვა ,,ჩილაჩეფიში სასაფლალა“.საფლავთ შუა ადგილას წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესიაა, რომელიც  XIX საუკუნეშია აგებული, ეკლესია ამჟამად ფუნქციონირებს, მოძღვარია მამა ანდრია (ლიპარტია). სოფლის ცენტრში 2005 წელს წველმოქმედთა თაოსნებით, გაიხსნა ხარების სახელობის ეკლესია.

ჭითაწყარში ფუნქციონირებს ერთი საჯარო სკოლა და ონარიის არასრული სკოლა. ჭითაწყარი ქალაქის ტიპის სოფელია და გააჩნია პოტენცია აგრო-სამრეწველო კომპლექსად გარდაიქმნას. ჭითაწყარში ფუნქციონირებს შვიდი თხილის ქარხანა, ზეთის გამოსახდელი ქარხანა შ.პ.ს. ,,ბლექსი“ 2009, ქვის დამუშავების საამქრო, შ.პ.ს. ,,ტერმინალი“, რომლის საქმიანობასაც  წყალგაყვანილობის სისტემის დამონტაჟება წარმოადგენს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  2013 წლიდან, დღემდე განხორციელდა შემდეგი პროექტები: მოეწყო სპორტული მოედანი, მოხდა წყალსაწრეტი არხების რეაბილიტაცია, მოიხრეშა შიდა გზები, ონარიის დასახლებაში მოეწყო სკვერი, გარემონტდა ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღი, მეფრინველეობის დასახლებაში რეაბილიტირებულ იქნა 2 საცხოვრებელი კორპუსი და კანალიზაციის ქსელი, შეკეთდა ყოფილი მეფრინველეობის ბინების ფასადები, კ. გამსახურდიას ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათება.რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სრულად იქნა რეაბილიტირებული ონარიის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავი და ფასადი.

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ბადრი დარასელია

მობ: 591 44 76 43

წარმომადგენლის ასისტენტი

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ბესიკი ჩილაჩავა

მობ: 599 85-24-99