ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ჭაქვინჯის ციხის არქეოლოგიური შესწავლა

17 ივნისი, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ისტორიულ საფორტიფიკაციო ობიექტის - ,,ჭაქვინჯის ციხის“ არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, ექსპედიციას დავით ლომიტაშვილი ხელმძღვანელობს.  მიმდინარე სამუშაოები მოიცავს ძველ განათხარ ტერიტორიაზე საკონტროლო შურფების გაკეთებას და ასევე ახალი საცდელი თხრილების გავლებას. აქ არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1968-69 წლებში აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ აწარმოა პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით. შეისწავლეს ძეგლის არქეოლოგიური და სამშენებლო ფენები, დადგინდა ციხის გეგმარება, მისი განვითარების ეტაპები და ქრონოლოგია. გაწეული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ორი ადრექრისტიანული ხანის სამარხი და ასევე გვიან ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის კერამიკული მასალა (ძვ. წ. მეათე-მერვე ს.ს.) . აღმოჩენილი მასალების მიხედვით ჭაქვინჯის ციხის ტერიტორიის ქრონოლოგია დაახლოებით 1000 წლით გაიზარდა და ის სრულიად ახალ პერსპექტივებს შლის ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიის შესასწავლად.

გააზიარე