ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჭაქვინჯი

ადმინისტრაციული ერთეული: ჭაქვინჯი ზუგდიდის რაიონის სამხრეთ–დასავლეთით მე–14–ე კილომეტრზე ჭანისწყალის სანაპიროზე მდებარეობს სოფელი ჭაქვინჯი. სოფლის ტერიტორიის 60% მთაგორიანია და ზღვის დონოდან 130 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში 530 კომლია და 1698 მოსახლე ცხოვრობს. ტერიტორიული ერთეული შედგება სამი დასახლებული პუნქტისაგან:

1. ჭაქვინჯი–ქვატახტი, 2. ბაღმარანი, 3. დიდდობერა. სოფლის ცენტრს ჭაქვინჯში დღესაც ქვატახტს ეძახიან. აქ იდგა ქვა–ტახტი, რომელმაც შემდეგ მიიღო სახელწოდება ქვატახტი. ამ ქვა ტახტზე სამეგრელოს მთავრები დადიანები დასხდებოდნენ, როცა სამართალს არჩევდნენ. როგორც ცნობილია ისტორიული წყაროებიდან, მაია დადიანმა საცხოვრებლად ჭაქვინჯი აირჩია. როცა მაია დადიანი თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოდიოდა ჭაქვინჯში, მათ შეისვენეს ქვატახტში, სადაც იდგა ქვა–ტახტი. მაია დადიანს თანმხლებ პირებთან თან ახლდა აფხაზი მოსამსახურე დავეხ არშბა, აფხაზს მოეწონა მთიანი სოფელი მთაგორიანი ადგილებით და დაბურული ტყეებით, მდინარეებით, ლამაზი პეიზაჟებით. აფხაზს თავის ენაზე უცბად წამოცდა ,,ჰაიტ“ ნამდვილად ,,ახიბლ“ ეს ყოფილა, რაც ნიშნავს ქართულად ,,ოქროს თვალს“. ამის შემდეგ ჭაქვინჯის ქვატახტის იმ ნაწილს ხიბულა ეწოდა.
შუა საუკუნეებში აშენებულ იქნა ჭაქვინჯის ციხე–სიმაგრე, რომელსაც დიდი თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.

ჭაქვინჯის სახელწოდებაზე არის რამოდენიმე ვერსია: პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე თავის ნაწარმოებში ,, რა გქვია შენ?“ აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში აშენებულ ჭაქვინჯის ციხეს შიგნით დღესაც გააჩნია ჭა (ჭის ფსკერი) მეგრულად ჭას ინჭას ეძახიან, ხოლო ფსკერს ქვინჯს. ქართულად ჭის ფსკერი მეგრულად ,,ინჭას ქვინჯი". მერე მოხდა ასოების გადაადგილება და მივიღეთ ჭაშქვინჯი ანუ დღევანდელობაში ჭაქვინჯი.

მეორე ვერსიით, ისტორიკოსის პროფესორ შოთა მესხიას აზრით, ჭანების სამყოფელი ადგილის ბოლო დასახლებას ჭანისწყლის სანაპიროზე ეწოდება ჭაქვინჯი.
ჭაქვინჯში გავრცელებული გვარებია: ჯიქია. ჩუხუა, ხუბულავა, ნარსია, ტიბუა, ფარჯიკია, ერემაძე, მგალობლიშვილი...

ცნობილია, რომ ჭაქვინჯი შუა საუკუნეების პერიოდიდან არის დასახლებული. ადგილობრივი მოსახლეობა 1698 სული, 530 კომლი.
     1886 წელს ბაღმარანის უბანში (ბანა ჩუხუას ოჯახში) გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი.
     1898 წელს ჭაქვინჯის ცენტრში–ქვატახტში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა.
     1911 წელს ჭაქვინჯის ორკლასიანი სკოლა გადაკეთდა ექვსკლასიან სასწავლებლად (სკოლად).
     1946 წელს ჭაქვინჯის არასრული საშუალო სკოლა გადაკეთდა რვაწლიან სკოლად, ხოლო 1954 წელს ჭაქვინჯის რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა ჭაქვინჯის საშუალო სკოლად.

ჭაქვინჯის ცენტრში მდებარე საჯარო სკოლა 2008 წელს მთლიანად სახლმწიფოს მიერ იქნა რეაბილიტირებული. ამჟამად სკოლა წარმოადგენს კულტურულ ცენტრს. სადაც ყოველწლიურად კულტურული ღონისძიებები ტარდება.

ჭაქვინჯიდან სამამულო ომში გაიწვიეს 200–მდე ახალგაზრდა. აქედან შინმოუსვლელია 93. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა სიკვდილის შემდეგ ტანკისტ შოთა პლატონის ძე ტიბუას.

 2009 წელს ჭაქვინჯში ლტოლვილთა დანიის საბჭომ განახორციელა პროექტი ,,სამეგრელოში სოციალურად დაუცველი (უმწეო) ოჯახთა განსახლება და თემის ინფასტრუქტურა".
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისათვის ჭაქვინჯში გარემონტდა 42 საცხოვრებელი სახლი.  2009 წელს ჭაქვინჯის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

ამჟამად სოფელში ფუნქციონირებს ჭაქვინჯის საჯარო სკოლა. ასევე დიდდობერის უბანში არასრული საშუალო სკოლა, ცენტრში საბავშვო ბაღი, საექიმო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, ჭაქვინჯის ტერიტორიული ორგანო. 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ბესიკი ირემაძე

მობ: 591 44 76 42