ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

29 ოქტომბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, დღეს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, 2018-2019 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

დაჯილდოვდა ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საჯარო სკოლის 227 წარჩინებული მოსწავლე. გიორგი შენგელიამ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, როცა, მუნიციპალიტეტში ამდენი წარმატებული ახალგაზრდაა. განათლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, მომავალი წლიდან მთელი ქვეყნის ბიუჯეტის 25% პროცენტი სწორედ განათლების სფეროს მოხმარდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“-განაცხადა ახალგაზრდებთან სიტყვით მიმართვისას გიორგი შენგელიამ. წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა სვიმონიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ და საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლებმა გადასცეს.

პროგრამას ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

ღონისძიებაში  მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

გააზიარე