ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ცაიში

ადმინისტრაციული ერთეული: ცაიში  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი გამორჩეული სოფელია. სოფელ ცაიშის წარსულის საამაყოდ უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ამ სოფლის ხშირი სტუმრები იყვნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მოღვაწეები. მათ შორის რუსი პოეტი ბარდინსკი, რომელმაც რუს მკითხველს პირველმა გააცნო რუსთაველის გენიალური ქმნილება ,,ვეფხისტყაოსანი“ რუსულ ენაზე. სწორედ, აქ თარგმნა ფრანგი მეცნიერისა და მწერლის ჟიულ მურიერისა და ავსტრიელი მწერლების, ცოლ–ქმარ ბერტა და არტურ ზუტნერების დახმარებით იონა მეუნარგიამ ,,ვეფხისტყაოსანი“. იონა მეუნარგიას ამ განთქმულ ოჯახს სტუმრობდნენ არქეოლოგი ანდრეი მურვიოვი, დიდი ფრანგი მეცნიერ–ქართველოლოგი მარი ბროსე. უფრო ადრე კი სამეგრელოს მთავარი დავით დადდიანი, დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, მათი სიძე ფრანგი უფლისწული აშილ მიურატი და მისი მეუღლე სალომე დადიანი. საყოველთაოდ ცნობილია დიდი ილიასა და იონა მეუნარგიას მეგობრობა. ცაიშელთათვის დიდი ზეიმი იყო ილიას სტუმრობა იონასთან. აქაური მოსახლეობის სტუმართმოყვარეობამ და გულითადობამ ათქმევინა ილიას ცნობილი სიტყვები: ,,სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვიხილე“. იონას ხშირი სტუმარი იყო საქართველოს ბულბულად წოდებული დიდი აკაკი წერეთელი.

ცაიშში ბევრი რამეა საამაყო და ღირსაცნობი. სოფელი მინერალური წყლებით იწონებს თავს. სანამ გეოლოგები 1951 წლის ზაფხულში ცხელ წყალს აღმოაჩენდნენ, იქ მენჯი მაცესტის ტიპის წყალს იყენებდნენ რევმატიზმის სამკურნალოდ. ახალმა ცხელმა წყალმა ცაიშს შორს გაუთქვა სახელი. აქ ფუნქციონირებდა საქვეყნოდ ცნობილი ცაიშის კურორტი.
ცაიში სახელოვანი ისტორიული წარსულის მქონეა, სადაც VII საუკუნიდან არსებული საეპისკოპოსო კათედრაა. საისტორიო წყაროებში შემონახულია ცნობები ცაიშელ ეპისკოპოსებზე XI საუკუნიდან დაწყებული XIX საუკუნის დამდეგით დამთავრებული. აქ დგას ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, საეპისკოპოსო ტაძარი, სამრეკლოსა და პალატის პირველი სართული. ტაძარი აგებულია XII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. უფრო ადრეული ეკლესიის ფრაგმენტები ჩართულია ახალი ტაძრის კედლებში.

არქეოლოგებმა ცაიშის ცაცხვის უბანში ტუფურიების ეზოები ძველი წელთაღრიცხვის მე–7––მე–8 საუკუნის სამაროვანი სამარხი, ანუ აკლდამა აღმოაჩინეს. მიწისქვეშეთის ამ 30–საუკუნოვანი სამყაროს დასათვალიერებლად უცხოელი მეცნიერები თუ რიგითი მოქალაქენი ერთნაირი ინტერესით მიეშურებოდნენ. ცხადია, ,,აღმოჩენებით“ ისტორიული კვლევაძიებით, კოლხეთის კიდევ ერთი ფურცელი გადაიშლება და ამით გახდება ცაიში ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი.

ცაიშში 478 კომლია და 1112 ადამიანი. სოფელში ორი სკოლა ფუნქციონირებს, ერთი საბავშვო ბაღი. რას შეეხება სოფლის ამბულატორიას, იგი ურთასაც ემსახურება. 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ადამი ქარჩავა

მობ: 591 44 76 39