ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ბაში

ბაში  - მდებარეობს ოდიშის პლატოზე, მდ. ჩხოუშიის მარცხენა  ნაპირას. ზღვის დონიდან  240 მ. სიმაღლეზე. ქ. ზუგდიდიდან 7,5 კმ. დაშორებით.

ბაშის სერის თხემზე შემორჩენილია გვიანი ფეოდალური ხანის კოშკის ნანგრევები. რომელიც   „ჩიჟიშკარი“-ს სახელითაა ცნობილი. ჩიჟი ხალხში შემონახული ერთი გადმოცემით, ჩიჩუათა საგვარეულოს მამამთავარი ყოფილა. სხვა გადმოცემით, ციხესიმაგრის სახელწოდება  უკავშირდება თურქებთან მამაც მებრძოლ ნესტორ ჩიჟას.

ციხესიმაგრე „ჩიჟისკარი“ აგებული უნდა იყოს ლევან II დადიანის დროს. იტალიელი მისიონერი დონ ჯუზეპე ჯუდიჩი მილანელი წერს: „შემოგვითვალა მთავარმა, რომ წავსულიყავუით კოზხეთად (კორცხელი -პ.ც.) წოდებულ ერთ ადგილს, სადაც საყდარს აშენებდა“. როგორც ცნობილია, იტალიელი მისიონერები სამეგრელოში პირველად ჩამოვიდნენ, როგორც ჩანს, კორცხელი ოდიშის  სამთავროს ერთ-ერთი დაწინაურებული სავაჭრო პუნქტი იყო და ბაზრობაც სწორედ აქ, ჩიჟიკარში, იმართებოდა.

  სახელწოდება  ბაში ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1642 წელს. ეს პუნქტი აღნიშნულია როგორც არქანჯელო ლამბერტის, ისე პარიზის ეროვნულ მუზეუმში დაცულ ლათინურენოვან „სამეგრელოს რუკაზე“ (ორივე 1654 წ.) სოფლის სტატუსით პირველად დასახელებულია „საქართველოს სსრ პირველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის“ ცნობარში (1930 წ. ამ დროს იგი შედის კორცხელის თემში და მისი მოსახლეობა შეადგენს 130 კომლს (626 სული), მათში 1 სომეხია , ყველა დანარჩენი -ქართველი) . ისტორიულად ბაში მდებარეობდა ჩხოუშიის ორსავე ნაპირზე და შედგებოდა სამი ნაწილისაგან : ქვემო ბაში (სამხრ. ნაწილი), შუა ბაში (ჩრდ. ნაწილი) და ზემო ბაში (აღმ.ნაწილი, რომელიც დღეს შედის სოფ. კორცხელში).

   

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ალფესი კვარაცხელია

მობ: 591 447 606