ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ახალსოფელი

ახალსოფლის თემი სამი სოფლისაგან შედგება: ოფაჩხაფუ, უჩაშონა და ჯუმი. თემში შემავალ სოფლებში ყველაზე უფრო გავრცელებული გვარებია: ჯაბუა, როგავა, დარასელია, ღუბელაძე, ჭურღულია, ჯოჯუა, შეროზია, ჯიქია. თითოეული გვარის ამ თემში დაფუძნებას თავისი ლეგენდა აქვს. საინტერესოა ჯაბუების გვარის წარმოშობის ისტორია. თურმე მათი წინაპრები არიან ჯაფარიძეები სვანეთიდან.

ამ ლეგენდის სინამდვილეს ამტკიცებენ იმით, რომ დღევანდელ ჯუმის ტერიტორიაზე სანადიროდ გასულ დადიანს მოსწონებია წყარო და უბრძანებია იმავე ქვებით ამოეშენებინათ წყარო რითაც დადიანების სასახლეა ნაშენები (დღესაც ჩანს წყაროს ქვაზე მისი ამოშენების თარიღი 1881წ.) ყოველწლიურად 6 მაისს ძვ. სტილით 23 აპრილს წმინდა გიორგის დღეს ჯაბუები თავიანთი შთამომავლობით იკრიბებიან წყაროსთან, წირავენ ხარს და მათ ლოცავს გვარის უხუცესი წარმომადგენელი. შემოწირული თანხა, სანთელ - საკმეველი 23 ნოემბერს ააქვთმესტიაში წმინდა გიორგის ეკლესიაში და იქ წირავენ.


საინტერესოა ახალსოფლის თემის ცენტრის დამკვიდრების ისტორია. 1931 წელს სოფელი ქალაქის ტერიტორიას გამოეყო. უჩაშონოში მცხოვრებ იპოლიტე სარიას და მის მომხრეებს თემის ცენტრის მოწყობა სოფ. უჩაშონაში სურდათ. მეორე ჯგუფს მიხა შეროზიას ხელმძღვანელობით სოფ. ჯუმში, ფილიპე მაქაცარიას ( პედაგოგი) დავით ფონიას, კვილიკე ჭურღულიას სოფ. ახალსოფელში, დაგეგმილი ჰქონდათ სკოლის შენობის აგება. იპოლიტე სარიამ, ლადი როგავამ, ლევუშა როგავამ საფუძველი ჩაუყარეს სკოლის მშენებლობას, მანამდე 1911 წლიდან სოფ. ჯუმში უკვე მოქმედებდა ორ კლასიანი დაწყებითი სკოლა.1931 წელს შვიდწლიანი სკოლისათვის ახალი შენობა აიგო. უჩაშონაში და ჯუმში ორწლიანი სკოლები ფუნქციონირებდა.
1950 წლიდან ახალსოფელში ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის სკოლა - ინტერნატი არსებობდა.


1965 წლიდან სოფელში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი, ორი სამედიცინო ამბულატორია. 1964 წელს თემის ცენტრში აშენდა კულტურის სახლი. სოფ ჯუმში მოქმედებას იწყებს სოფლის კლუბი.

წლების განმავლობაში სოფელს ხელმძღვანელობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ორგზის სოციალისტური შრომის გმირი ანთიმოზ როგავა, შუდული გაბედავა, რაჟდენ ბოხუა, აბელ ჭეჟია, გალაქტიონ ნანავა, კლიმენტი კიკალიშვილი. თემს ჰყავდა 51 შრომის გმირი, აქედან ორი ორგზის სოციალისტური შრომის გმირი – ანთიმოზ როგავა და თამარ ყუფუნია, რომელთა ბრინჯაოს ბიუსტი მათივე სიცოცხლეში დაიდგა თემის ცენტრში. დღეისათვის სოფლის ტერიტორია მოიცავს 3 000 ჰ.მიწას, სადაც გაშენებულია ციტრუსი, ჩაი, ხილი. ცხოვრობს 1715 კომლი, 4887 ადამიანამდე. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით და ძალისხმევით დღითი დღე მშვენდება და ლამაზდება ახალსოფლის თემში შემავალი სოფლები. შეკეთდა და კეთილმოეწყო ახალსოფლისა და ჯუმის საჯარო სკოლები, მოასფალტდა  ქალაქთან დამაკავშირებელი გზა.

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ვლადიმერ ქვარცხავა

მობ: 591 44 76 05