ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ახალკახათი

ახალკახათი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდ. ჩხოუშიის მარჯვენა მხარეს, ზუგდიდი–ანაკლიის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 20 მ. სიმაღლეზე, ქ. ზუგდიდიდან 16 კმ.–ის დაშორებით. ესაზღვრება სოფლები: კოკი, კახათი, დარჩელი და ოქტომბერი.


გადმოცემით სოფლის ცენტრიდან აღმოსავლეთით ყოფილა გაუვალი ტყე. რომელიც გაურკვეველი მიზეზით გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარა, რის შედეგადაც ამ ადგილს სოფელ კახათიდან განსხვავებულად დარქმევია ,,ნაჭვი'' (გადამწვარი) კახათი.


ამ ტერიტორიას ფლობდა თურმე მანუჩარ ანჩაბაძე, ამიტომაც ამ ადგილს მანჩას (მანუჩარის) კახათსაც ეძახიან. შემდგომ ამ ადგილას ეწოდა ახალკახათი.
ახალკახათის ტერიტორიის გაფართოება მოხდა 1919 წელს მეზობელი სოფლების (დარჩელი, ოქტომბერი, კოკი, კახათი) ნაწილების  მომატებით. სოფელი თავდაპირველად ეკუთვნოდა კოკის სასოფლო საბჭოს. 1971 წელს დამტკიცდა ახალკახათის სასოფლო საბჭოს აღმასკომი.


1920-1921 წლებში დაარსდა ახალკახათის დაწყებითი სკოლა, ხოლო 1954 წელს გადაკეთდა 7 წლიან სკოლად, 1968 წლიდან კი საშუალო სკოლად.
1941-1945წწ. სამამულო ომში გაწვეული იქნა 193 ახალკახათელი, რომლისგანაც 103 ვერ დაბრუნდა, რომელთა ხსოვნის აღსანიშნავად სოფელში გაშენებულია შინმოუსვლელთა პარკი სტენდით.


ახალკახათელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. სოფელში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა, სპორტული მოედნები, ამბულატორია. სოფლის მოსახლეობა შეადგენს 1664-კაცს კომლთა რაოდენობა კი 552-ია. 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

 

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

რევაზ შელია

მობ: 591 44 76 04

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ირაკლი ჯიქია

მობ: 599 84 41 84

 

???????