ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ახალაბასთუმანში ახალი ამბულატორია შენდება

27 ნოემბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

ახალაბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ახალაბასთუმანის გარდა ახალი ამბულატორია შენდება ხურჩაში, ყულიშკარში, კახათსა და ინგირში. ხუთი ახალი ამბულატორიის ასაშენებლად 500 000 ლარი რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო. ამასთან, მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცაიშის, ჩხორიასა და აბასთუმანის ამბულატორიებს.

მერის პირველი მოადგილე თამარ მეფის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 893 092 ლარია.

გააზიარე