ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ახალაბასთუმანი

ახალბასთუმანს საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს. სოფელი მდებარეობს სამხრეთ კავკასიის მთების გავაკებაზე. ოდესღაც დაბურული ტყით დაფარული სოფელი მდიდარი ყოფილა მრავალფეროვანი ფაუნითა და ფლორით.გარეული ცხოველებიდანგანსაკუთრებით სჭარბობდნენ გარეული ტახები.

სწორედ აქედან წარმოსდგება სოფლის საწყისი სახელი ჯოღეჯიანი. აღნიშნული ტყე დადიანების საკუთრება და მათი საყვარელი სანადირო ადგილი ყოფილა. სოფლის პირველი მოსახლე ბათა ჭკადუაიყო,რომელსაც ენგურის გადასახედზე შემაღლებულ ადგილას ისლით გადახურული ჯარგვალი დაუდგამს.

შემდეგ სოფელში ჩამოსახლებულან: თოდუები, ქობალიები, ჟვანიები, ფარცვანიები ქარჩავები, ქადარიები. სოფლის შუაგულში კვირკველიას სამლოცველო აუშენებია, მუხისა და თელის მორებისაგან და საეკლესიო რიტუალების შესრულება დაუწყია. ყოველივე ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კულტურული და სულიერი ცხოვრების განვითარებაში.


სოფლის ისტორიას ქმნიდნენ ადამიანები, რომლებმაც ღირსეული წვლილი შეიტანეს სოფლის ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში. ყოფილი ჯოღეჯიანის ეწერი დღეს ქალაქის ტიპის მჭიდროდ დასახლებული სოფელია, რომელმაც მრავალი შესანიშნავი მამულიშვილი გაუზარდა ქვეყანას. ერთ–ერთი მათგანია მეორე მსოფლიო ომის გმირი გრიგოლ პეტრეს ძე სხულუხია და სოციალისტური შრომის გმირი ვინარი გრიგოლის ასული სხულუხია.


ამჟამად დიდი მუშაობა მიმდინარეობს სოფლის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის. აშენდა ხიდები მდინარე ენგურზე, მალე დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფელში წარმატებით ფუნქციონირებს სამედიცინო ამბულატორია, მაღალკვალიფიციური კადრებით, ბიბლიოთეკა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ცისკარი“. მალე დაიწყება სოფლის ტერიტორიის გაზიფიცირება.


ახალაბასთუმანში 1083 კომლი და 3639 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში ფუნქციონირებს ბაღი ( 25 ბავშვი), აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სკოლა (300 მოსწავლე).

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ზაზა ქადარია

მობ: 591 44 76 03

 

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

გიორგი ჭკადუა

მობ: 599 84 41 83