ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა  აბილიტაციის პროგრამა 

პროგრამის მოსარგებლეები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა. პროგრამის მოსარგებლეები არიან 2 წლიდან 14 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები,კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე მცხოვრები ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი.

მოსარგებლე პირების ჩართვა პროგრამაში:

  • მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისას და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
  • მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5  თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი.
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.
  • მოსარგებლისათვის საგარანტიო წერილის  ავტომატურ გაუქმებას იწვევს:
  • მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა განმახორციელებლის მიერ გაცემული ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე;
  • პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგებლში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
გააზიარე