ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

„არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“

31 ივლისი, 2019

ფოტოალბომი facebook

 

პროექტი „არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურმა დანერგა, აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, დღეს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები დავითიანისა და ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ, მოქალაქეებს შეხვდნენ, მოქმედ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს და მათი საჭიროებები მოისმინეს.

პროექტისთვის შექმნილი მობილური ჯგუფი შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად მართავს და მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას მუნიციპალურ პროგრამებზე, ხდება არსებული პროგრამების მონიტორინგი და საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირება.

გააზიარე