ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ანაკლია

ანაკლია აღნიშნულია XVIII საუკუნის თურქულ რუკაზე და ამავე საუკუნის მიწურულს, გეოგრაფ ნანსონის მიერ შედგენილ, ფრანგულ რუკაზე. ე. ი. როგორც ვხედავთ, ანაკლია ჩვენთვის ხელმისაწვდომ წერილობით წყაროებში მხოლოდ XVII საუკუნიდან იხსენიება, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ისტორია ბევრად უფრო ძველია, რადგან ანაკლიის მიდამოებში აკ. ჭანტურიასა და აბესალომ ტუღუშის მიერ აღმოჩენილი იქნა უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი ” დიხა - გუძუბა”, რომელიც ძვ. წ. IIათასწლეულის ნამოსახლს წარმოადგენს, აქვეა ჯარგვალური ნაგებობის ნაშთებიც, რომელსაც, თავის დროზე, ბევრი მნახველი განუცვიფრებია. ანაკლიაში ნახეს ღომის დანახშირებული მარცვლებიც, რაც, სოფელში 5000 წლის წინათ მცხოვრებ კოლხთა მაღალ სამიწათმოქმდო კულტურაზე მიუთითებს. მიკვლეულია კერამიკის ნიმუშებიც, რომელთა შორის გვხვდება ხელით ნაძერწი და ქსოვილიანი ჭურჭელიც. განსაკუთრებით მნიშნელოვანია უძველესი სახეობის ბრინჯაოს თოხის ჩამოსასხმელი ყალიბები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქაური მკვიდრნი შესანიშნავი ხელოსნებიც იყვნენ.

ანაკლია ერთ - ერთი უძველესი მეთევზეთა სოფელი და ნავსაყუდელიც ყოფილა საქართველოს შავიზღვისპირეთში. ეს ნავსადგური გაშენებული იყო შავი ზღვისა და ენგურის შესართავთან. თურმე ძველად იგი ტრაპიზონსა და კონსტანტინოპოლთან ძალზე მნიშნელოვან ვაჭრობას აწარმოებდა.
 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

გელა ლემონჯავა 

ტელ: 591 447 602

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ალბერტ მიქავა 

ტელ: 591 50 14 22