ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  • მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
  • საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების, პროექტების მომზადებას; მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის, სისრულის და შესაბამისობის კონტროლს, მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელებთან და დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
  • მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას, კონტროლს მერიის თანამდებობის პირების მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;
  •  მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
  • მერიის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
  • მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმებისა და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას.
  • საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებებისა და პროექტების მომზადებას;
  • მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
  • მერიის მოსამსახურეთა შეფასების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
  • მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის წინადადებების მომზადებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების მომზადებას, კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე საჭირო ინფორმაციისა და წინადადებების მომზადებას;
  • ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) საჯარო მოხელეთა პირადი მონაცემებისა და მათთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების ასახვას;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების II რანგის -  მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი
 

ირაკლი ამანათიძე - მობ: 591 22-31-22

 

უფროსი სპეციალისტები:

 
III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - რუსუდან ბერულავა 595 22-57-00 
III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თამთა ბიგვავა - 591 44-40-13 
III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ნათია მამფორია571 72 22 72
 
 
III  რანგის II კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი - ნანა ფიფია  - 599 46-84-20
გააზიარე