ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

აბასთუმანი

სოფელი აბასთუმანი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, მას ესაზღვრება: აღმოსავლეთით სოფ. ნარაზენი, დასავლეთით სოფ. ურთა, სამხრეთით სოფ. კოლხიდა (ახალსოფელი) და ჩრდილოეთით ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები.რელიეფურად აბასთუმანი არის მთაგორიანი სოფელი, სადაც ცხოვრობს 587 კომლი, 1689 ადამიანი.

აბასთუმანი სამ სოფელს აერთიანებს – საკუთრივ აბასთუმანი, ხეცერა და მენჯი. თითოეულ ამ ტოპონიმს ხალხური გადმოცემა შესაბამის ეტიმოლოგიურ ახსნას უძებნის. როგორც ამბობენ, დადიანს უთხოვია კინტირია ფაჟავასთვის თანამედროვე აბასთუმნის ტერიტორიისათვის სახელის შერჩევა. მას კი უპასუხნია: “სით სუმარი, მათ სუმარი, სქან დოხორე აბასთუმანი”.

ხეცერის ეტიმოლოგიას კი ასე ხსნიან “აქ, მუხნარში, სანადიროდ მოსულა დადიანი, ერთგან გადახრილი ხე უნახავს და უთქვამს “ხეცერა” ყოფილაო. შემდეგ ეს ადგილი თავად გიორგი გვათუასათვის უბოძებია.

რაც შეეხება მენჯს, ის მეგრული სიტყვააა და ნიშნავს მჟავე მინერალურ, მლაშე წყალს. ადგილი, სადაც მლაშე, მარილიანი წყალი ამოდის. ამდენად, მენჯი ქართული ვეძა სიტყვის კანონზომიერი ფონეტიკურ–სემანტიკური შესატყვისია.სოფ. აბასთუმანი არის მდიდარი ტრადიციების მქონე, სოფელი აბასთუმანი აქ დაიბადნენ და გარკვეულ დროში მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ და არიან: კონდრატე თათარიშვილი (უიარაღო). ცნობილი პოეტი და პუბლიცისტი, ამჟამად უკრაინაში მოღვაწე რაულ ჩილაჩავა. საბჭოთა კავშირის გმირი აკაკი ბუკია და მრავალი სხვა.

სოფელში ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. სოფელში არის კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ამბულატორია. განახლებულია კონდრატე თათარიშვილის სახლ–მუზეუმი, სოფელში აშენდა წმინდა სამების ეკლესია.
სოფლის მეურნეობა ძირითადად ეყრდნობა მეცხოველეობას და მიწათმოქმედებას, კერძო სექტორს მოჰყავს: სიმინდი, ლობიო, სოიო. მიუხედავად მთაგორიანი რელიეფისა, ყოველწლიურად ითესება 300-350 ჰექტარი ფართობი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძალისხმევით აღსდგა წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც ემსახურება 250–მდე ოჯახს. დაგეგმილია და მიმდინარე წელს შეკეთდება გზები. კეთილმოწყობილი იქნება სოფლის ცენტრი.

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

მაკა აბშილავა

ტელ: 591 447 601