ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)ი.პ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“

დირექტორი – მანუჩარ სამუშია 

ტელ: 555 74 08 65

 

ა(ა)ი.პ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“  ცენტრის უფლება-მოვალეობანი:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კულტურული დონის ამაღლება ხელოვნების სხვადასხვა დონის მაღალპროფესიულ დონეზე კვალიფიციური სწავლება და პოპულარიზაცია. ქართული ფოლკლორულ-ეტნოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა.

  • შემოქმედებით მუშაობა, სახელოვნებო ნიჭით დაჯილდოებული პირების გამოვლენა, მათ შენდგომ პროფესიულ დაოსტატებაზე ზრუნვა.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების შენარჩუნება და განახლება.

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობისადმი საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ზუგდიდელ მხატვართა შემოქმედებითი მუშაობის ხელშეწყობა, სამხატვრო გალერეაში ნახატებისა და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გამოფენების მოწყობა.

  • თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე თეატრალური წარმოდგენების გამართვა, საზოგადოებაში თეატრის სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება. კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეწად მასტერ-კლასების ორგანიზება. სამოყვარულო თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდას თეატრისადმი.

  • საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

გააზიარე