ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა.ა.ი.პ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი"

დირექტორი  ხათუნა თოლორაია

ტელ: 595 09 74 63

 

ა.ა.ი.პ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი" ცენტრის უფლება-მოვალეობანი:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარება და მათი სკოლისათვის მომზადება;

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირება,მათი ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენა;

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ფიზიკური, მეტყველების და სოციალური-ემოციური უნარების განვითარება;

  • სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვთა ოპტიმალური ზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა;

  • საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის ჯგუფური მუშაობის უნარის გამომუშავება;

  • სასწავლო მოსამზადებელი ღონიძიებების ჩატარება ბავშვების სკოლისათვის მზაობაზე;

  • სანიტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, ბავშვთა კონტიგენტის პერიოდული სამედიცინო შემოწმების უზრუნველყოფა;

  • საბავშვო ბაღებში საგნობრივ-სივრცობრივი გარემოს შექმნა;

  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

  • ფიზიკური აღზრდის პროგრამის განხორციელება;

  • კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამების შემუშავება;

  • პედაგოგთა კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების ამაღლება;

  • დონორი ორგანიზაციებისაგან და კერძო პირებისგან ინვესტიციების მოზიდვა;

  • ახალი პარტნიორების მოძიება და მათი გამოცდილების გაზიარება;

  • საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

გააზიარე