ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა.ა.ი.პ. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"

დირექტორი ნანა ოდიშარია

ტელ: 595 95 61 05

 

ა.ა.ი.პ. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" უფლება-მოვალეობანი:

 

  • გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი; პირველადი ეპიდკვლევის  განხორციელება;

  • ეპიდსაშიშროებისას პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლი ღონისძიებების გატარება;

  • იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება და ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემი უზრუნველყოფა;

  • ჯანდაცვის დაწესებულებებში დაავადებათა რეგისტრაცია, შეტყობინება, ანგარიშგების მონიტორინგი;

  • მონიტორინგის შედეგების შეფასება და მეთოდური დახმარება;

  • იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველოფა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურები მიმწოდებლებისათვის;

  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში

  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

  • დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება და წარმოება;

  • საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეთიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების შემოწმება;

  • შერჩევითი კონტროლის განხორციელება;

  • გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარმოება; 

  • ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებთან;

  • ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და
    სპეციფიკური ღონისძიებებით საკომუნიკაციო კამპანიების, სოციალური მობილიზაციის ორგანიზება და წარმართვა;

  • ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება;

  • მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი ადგილობრივი ჯანდაცვითი პროგარემის პროექტების შემუშავება და განხორციელება;

  • დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა;

  • ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა; სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა, მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და გაძღოლა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა;

  • გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა, ეპიდაუცილებლობისას გადამტანების რეზერვუარის, გავრცელების ვექტორის შესწავლა დაპრევენციული ღონისძიებების გატარება;

  • ქუჩების, ეზოების, დასახლებული ადგილებისა და სხვა ტერიტორიის, აგრეთვე რეკრეაციული

  • ზონების სათანადო სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველყოფის ხელშეწობა.

გააზიარე