ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)ი.პ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“

დირექტორი ნოე პერტაია

ტელ: 591 44 76 00

 ცენტრის უფლება-მოვალეობანი:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა  და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში ,საკუთრებაში არსებული ობიექტების კეთილმოწყობა და მოვლა.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა, მასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება.

  •  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე-განათების ქსელის მოწყობა, მოვლა, ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და რეაბილიტაცია.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შადრევან-აუზების მოვლა, ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  განწვანების, არსებული ნარგავების, ხეებისა და მცენარეების დარგვა, ჩანაცვლება და მოვლა- პატრონობა.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა, კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია, ბავშვთა გასართობი ობიექტის, ატრაქციონის მოვლა-პატრონობა.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიაზე არსებული შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელის, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობების მოწყობა, შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოვლა,პატრონობა და რეაბილიტაცია

  • ლიფტების შეკეთება და ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

  • მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია.

  • მუნიციპალიტეტეის ტერიტორიაზე სადღესაწაულო დღეებში გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტიეტში მცხოვრები უმწეო და სოციალურიად დაუცველი  მოქალაქეებისათვის მიზნობრივი მომართვის საფუძველზე საცხოვრებელი შენობის მცირე შეკეთებითი სამუშაოების ჩატარება.

  • დამკვეთის ფუყნქციის განხორციელება: სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის, კულტურის და სპორტის დაწესებულებების სარგებლობაში არსებული მიწის (ეზოები, მოედნები, სკვერები) ნაკვეთზე ბალახის საფარის დამუშავება-გათიბვის, ხეების მოჭრის და გადაბელვის სამუშაოების შესრულება.

  •  შესაბამის სტრუქტურებთან და სამსახურებთან თანამშრომლობა სხვადასხვა სამუშაოების განსახორციელებლად.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურებთან და სამსახურებთან კეთილმოწყობის სამუშოებთან დაკავშირებული სამუშაოების განხორცილება.

  • ზუგდიდის მუნიცპალიტეტიეს ტერიტორიაზე განთავსებული სააფლაოების მოვლა -პატრონობა, მართვა და საქმიანობით მოწესრიგება.

  • საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწიენებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

გააზიარე