ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)ი.პ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“

დირექტორი ზვიად ქარჩავა

ტელ: 591 60 83 98

ა(ა)ი.პ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“  ცენტრის უფლება-მოვალეობანი:

  • ღირსშესანიშნავი ბუნების შენარჩუნება, მოვლა, მუდმივი ზრუნვა, გაფრთხილება, განვითარება, გამრავალფეროვნება და დაცვა;

  • ბოტანიკური ბაღის მართვის, სარგებლობის, განვითარებისა და დაცვის ეფექტური სისტემის შექმნა და დანერგვა;

  • არსებული ინფრასტრუქტურის, მატერიალური ბაზის გაფართოება და ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;

  • საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების, ბავშვების გარემოსდაცვითი და ბუნებისდაცვითი განათლების ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

  • ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობების განმტკიცება მეცნიერ-მკვლევარებსა და სამეცნიერო ჯგუფებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან;

  • ქვეყნის შესაბამისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისათვის ხელის შეწყობა;

  • დაინტერესებული პირებისა და მოსახლეობისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ბოტანიკური ბაღის საქმიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

  • ტურისტული მომსახურებისათვის (მათ შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ეკო და სათავგადასავლო) თანაბრად ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის განვითარება;

  • სეზონური გამწვანებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება და მისი ხელშეწყობა.

 

გააზიარე