Hot line : (0 415) 25 01 20

შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა 

1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სმენა და მხედველობადაქვეითებულ პირებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება  100 (ასი) ლარის ოდენობით, მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფების, რომლებიც გადიან ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის კურსს ან საჭიროებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევებს, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან,  ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

  • შშმ, სმენა და მხედველობადაქვეითებულთა დახმარების  მისაღებად ბენეფიციარმა  (ან მეურვემ)   მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინოს:  ​​​​​​
  1.  განცხადება;    
  2. პირადობის მოწმობის ასლი;                                                                                                                                        
  3. შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ( ფორმა IV-100/ა);
  5.  ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
  6.  მეურვის არსებობის შემთხვევაში მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7.  საბანკო ანგარიშის ნომერი;
  8.  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

  • ონკოლოგიურმა ავადმყოფმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
    1.  განცხადება;                                                                    
    2. პირადობის მოწმობის ასლი;
    3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ( ფორმა IV-100/ა)
    4. საბანკო ანგარიშის ნომერი;
    5. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციარისა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის შინმოვლის ქვეპროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე ხანდაზმული, მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე.

  • დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1. განცხადება;
  2.  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); (მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას)
  3.  ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  (სარეიტინგო ქულით 65 001-ზე დაბალი);
  4.  მომვლელის პირადობის მოწმობის ასლი;
  5. მომვლელის საბანკო ანგარიშის ნომერი;
  6. ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
  7. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
Share page