Hot line : (0 415) 25 01 20

გრიგოლიში

ადმინისტრაციული ერთეული გრიგოლიში, კოლხეთის პლატოზე, ზღვის დონიდან 220მ სიმაღლეზე, ზუგდიდან აღმოსავლეთით, 10 კმ–ის დაშორებით მდებარეობს სოფელი გრიგოლიში (ყოფილი ალერტკარი). ალერტკარი უბანს სოფლის ცენტრში არსებული ალერტის ეკლესიის სახელწოდებიდან გამომდინარე ეწოდა. ადრე ეს უბანი გაერთიანებული იყო სოფელ ყულიშკართან, რომელსაც გამოეყო 1934 წელს, როგორც ცალკე სოფელი. გრიგოლიშის სახელწოდება რევოლუციონერ გრიგოლ როგავასთანაა დაკავშირებული.


გასული საუკუნის 30–იანი წლების დასაწყისიდან სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, რომლის დირექტორი ნესტორ გულუა გახლდათ, ხოლო მასწავლებლები: ელიზბარ ესებუა, აკაკი ანთელავა.


1936 წელს დაწყებითი სკოლა გადაკეთდა არასრულ საშუალო სკოლად. მას ვარლამ გულუა ხელმძღვანელობდა. 1967 წლიდან არასრული სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად ხოლო 1986 წელს სოფლის ცენტრში აშენდა ტიპიური სამსართულიანი სასკოლო შენობა 264 მოსწავლის ადგილზე.
სოფელი გრიგოლიში მოიცავს 1380 ჰექტარს და 1000–მდე მოსახლე ცხოვრობს.


სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს დაუბრუნდეს სოფელს პირვანდელი სახელწოდება და მას ეწოდოს ალერტკარი. გრიგოლიშში უკანასკნელი წლების მანძილზე მრავალი პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩუტარდა საბავშვო ბაღს, რომელიც 20 წელი არ ფუნქციონირებდა. ხიდების აგებით სოფელში უდიდესი პრობლემა გადაიჭრა. მოეწყო საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა გარე განათება.

უმწეო კატეგორიის მოსახლეობას (32 ოჯახი) შეუკეთდა საცხოვრებელი სახლები. ყოველ წელს იხრეშება და სწორდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები. გაკეთდა მოსაცდელები, სანიაღვრე არხები. გრიგოლიშის საშუალო სკოლას ჩაუტარდა საფუძვლიანი რემონტი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და თანადგომით სამომავლოდ მრავალი სასიკეთო საქმე იგეგმება.

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ლელა გაბელია

მობ: 591 44 76 08