Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

25 January, 2021
ფოტო: 

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიამ დაათვალიერეს.

მერის განცხადებით, ზუგდიდს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, რომლის ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია.

,,ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია. ზუგდიდს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი, სადაც შესაძლებლობა გვექნება წარმოდგენებთან ერთად სხვადასხვა ტიპის სივრცე შევთავაზოთ მოსახლეობას“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

როგორც მალხაზ თორიამ აღნიშნა, თეატრი დააკმაყოფილებს ყველა არსებულ მოთხოვნას და შეძლებს საერთაშორისო ფესტივალებსაც უმასპინძლოს. ზუგდიდის თეატრი ავარიული იყო და დასის უსაფრთხოებას ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფდა, თუმცა მალე ზუგდიდს ექნება თეატრი, რომელიც მთელს საქართველოში საუკეთესო იქნება.

ზუგდიდის თეატრი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და მსახიობები წარმოდგენებს ვერ მართავდნენ. ახალ თეატრს ორი დარბაზი ექნება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

Share page