Hot line : (0 415) 25 01 20

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა  

პროგრამა ითვალისწინებს:

  • 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას 500 (ხუთასი) ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებზე - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

 

  1.  განცხადება;
  2.  პირადობის მოწმობის ასლი;
  3.  ვეტერანის მოწმობის ასლი;
  4.  დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
  5.  საბანკო ანგარიშის ნომერი;
  6. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში.  აღნიშნული თანხები გაიცემა  დევნილ ვეტერანებზეც;

 

  •  მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

  •  ააიპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში;

 

  • ყოველთვიურად პენსიაზე დანამატის სახით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ააიპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე);

 

  • აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა (შვილის სრულწლოვნებამდე) წელიწადში ერთხელ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

  • დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  •  განცხადება;
  •  გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  •  ვეტერანის მოწმობის ასლი;
  •  გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  •  საბანკო ანგარიშის ნომერი;
  •  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

Share page