Hot line : (0 415) 25 01 20

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

 

  • მარტოხელა მშობლის დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე და ამჟამად არ იმყოფებიან ქორწინებაში, ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით:  

 

  • დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1. აგანცხადება;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3.  შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
  4. მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5.  საბანკო ანგარიშის ნომერი;
  6.  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

2.   მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ  18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი დახმარება.  დახმარების თანხა: 4 შვილზე-200 (ორასი) ლარი, 5 შვილზე-300 (სამასი) ლარი, 6 შვილზე-400 (ოთხასი) ლარი და ა.შ.

 

  • დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1.       განცხადება;
  2. ბავშვების მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
  3.  ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
  4.  საბანკო ანგარიშის ნომერი;
  5.  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

3. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით:

 

  • დახმარების მისაღებად მეურვემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1.  განცხადება;
  2.  ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  3.  ბავშვის მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  4.  მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
  5.  ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  6. მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. მეურვის საბანკო ანგარიში ნომერი;
  8.  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

  1. ტყუპი შვილის შეძენისას (ახალშობილი) ერთჯერადი დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:

 

  • დახმარების მისაღებად მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1.  განცხადება;
  2.  მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
  4. საბანკო ანგარიშის ნომერი;
  5. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

Share page