Hot line : (0 415) 25 05 07

პროგრამის პრეზენტაცია ტექნოპარკში

11 January, 2019

 

 ზუგდიდის ტექნოპარკში , თავის ტვინის ორივე ჰემისფეროს თანაბრად განმავითარებელი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. UCMAS-ი არის უნიკალური და მეცნიერულად დადასტურებული თავის ტვინის ორივე ჰემისფეროს თანაბრად განმავითარებელი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის. UCMAS-ის სასწავლო კურსით უკვე სარგებლობს 2,5 მილიონზე მეტი ბავშვი 6000-ზე მეტს სასწავლო ცენტრში, რომლებიც დაფუძნებულია 79 ქვეყანაში, 5 კონტინენტზე. ეროვნულ დონეზე ფრანშიზის საქართველოში შემოტანით, UCMAS საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღნიშნული კონცეფციის გასავრცელებლად. პროგრამის პრეზენტაციას მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

Share page