Hot line : (0 415) 25 05 07

იშვიათი  დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზირებული  საკვების თანხით უზრუნველყოფა

იშვიათი  დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზირებული  საკვების თანხით უზრუნველყოფა:

  •  ცელიაკია-ყოველთვიურად მაქსიმალური ლიმიტი 250.00 (ორას ორმოცდაათი ) ლარი.
  •  ფენილკეტონურია - ყოველთვიურად მაქსიმალური ლიმიტი 500.00 (ხუთასი) ლარი..

 ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

  •  განცხადებას;
  •  პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);
  • მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერს;
  • ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციას.
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;

 

Share page