Hot line : (0 415) 25 01 20

სტაციონარული სამედიცინო მომსახურება

სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:

ა) ოპერაციების თანადაფინანსება - მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ.)  ჯანდაცვის სახელმწიფო   პროგრამებიდან ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ოპერაციის  ღირებულების ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: ოპერაცია,  რომლის თანაგადახდა  პაციენტის მხრიდან შეადგენს 500 ლარამდე არ ფინანსდება.  500.00 (ხუთასი)-ლარიდან - 2000 (ორი ათასი )  ლარამდე 50 %-ით, 2000 (ორი ათასი)-ლარიდან  5 000 (ხუთი  ათასი)  ლარამდე მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი ) ლარი.    5000 (ხუთი ათას ) ლარს ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი.

გ) მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა ესთეტიური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება ჯანდაცვის სახელმწიფო  ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამების ფარგლებში - მაქსიმალური ლიმიტი 1 000.00 (ერთი ათასი) ლარი (ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით);

. ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

  • განცხადებას;
  • პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);
  • ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
  • არსებობის შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • არსებობის შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან/ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;
  • თ)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
Share page