Hot line : (0 415) 25 01 20

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა

  

1.  ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით. მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

  • დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1. განცხადება;
  2.  პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ცნობა სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში;
  4. სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის და მეწყერის გარდა) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);
  5. გეოლოგიური დასკვნა (მეწყერის შემთხვევაში);
  6. ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა  სტიქიური მოვლენების შემთხვევაში (ხანძრის და მეწყერის გარდა);
  7.  საბანკო ანგარიშის  ნომერი;
  8.  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა და ზრუნვის სისტემიდან გასული პირებისთვის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით).

 

  • დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1. განცხადება;
  2.  პირადობის მოწმობის ასლი;
  3.  ცნობა საჯარო რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ;
  4. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  5. ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული;
  6. საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერი;
  • სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარისთვის სისტემაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;

     (შენიშვნა: „დ“ და „ე“ პუნქტებით წარმოსადგენ დოკუმენტებში ფიქსირდებოდეს ერთი და იგივე საცხოვრებელი მისამართი).

Share page